LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო და ევროკავშირი ორმხრივი თანამშრომლობის ახალ, უმაღლესი დონის ფორმატზე გადავა

87

საქართველო და ევროკავშირი ორმხრივი თანამშრომლობის ახალ, უმაღლესი დონის ფორმატზე გადავა, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან კლოდ იუნკერის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

აბაშიშვილის თქმით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები, ვიზალიბერალიზაციის საკითხები და ასოცირების შეთანხმება. საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას, მათ შორის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების და საქართველოს ორი მოქალაქის უკანონო პატიმრობის საკითხს. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი იუნკერი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

„საქართველო და ევროკავშირი ორმხრივი თანამშრომლობის ახალ, უმაღლესი დონის ფორმატზე გადავა. აღნიშნული ფორმატი ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, დარგობრივი თანამშრომლობის უმაღლესი დონის ფორმირებას, რომელზე მუშაობაც დაიწყება. პრეზიდენტებმა განიხილეს ის აქტუალური საკითხები, რომელიც არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ამავდროულად პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, პრეზიდენტ იუნკერს გააცნო ის აქტივობები, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან განხორციელდა უვიზო მომოსვლის საკითხში წარმოქმნილი გარკვეული პრობლემების პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

ცხადია საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილ სამხედროს და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც პრაქტიკულად იმყოფებიან საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში.

პრეზიდენტი იუნკერი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ძალისხმევასა და ქმედებებს ვიზალიბერალიზაციის პროცესში, საქართველო აღიარებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირების დღის წესრიგის შესრულების ნაწილში და სწორედ ამ მხარდჭერის გამოხატულება იყო პრეზიდენტ იუნკერის თანხმობა ორმხრივ, ახალი თანამშროლობის ფორმატზე გადასვლასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები