LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ცნობილი ამერიკელი მოგზაურის 2022 წლის სიაში მოხვდა – მან მოგზაურობა ბილ გეითს, ჯეფ ბეზოსს დაუგეგმა

119
ენგზი

ინდური სამოგზაურო გამოცემა Traveldine ცნობილი ამერიკელი მოგზაურისა და ტელეწამყვანის რიჩარდ ბენგზის 2022 წლის ყველაზე სასურველ სამოგზაურო მიმართულებს აქვეყნებს, სადაც საქართველოც მოხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

რიჩარდ ბენგზი სამოგზაურო პლატფორმა Steller-ისა და Expedia-ის აღმასრულებელი ჯგუფის თანადამფუძნებელია. ცნობილი მოგზაურის კომპანიის MT Sobek ინფორმაციით, პანდემიურ პერიოდში მთელ მსოფლიოში 100 %-ით გაიზარდა ეროვნულ პარკებსა და ველურ ბუნებაში მოგზაურთა რაოდენობა.

კომპანიის მონაცემებით, სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით წინასწარი ჯავშნების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა ევროპის, კოსტა-რიკის, გალაპაგოსის, კილიმანჯაროს, პერუს და საქართველოს მიმართულებით.

„ამ დაპაუზებულ პერიოდში მოგზაურებმა ღია სივრცეში დასვენება, სუფთა ჰაერის სუნთქვა და ველურ ბუნებაში მოგზაურობა დააფასეს. სახლებსა და ოფისებში ორწლიანი ყოფნის შემდეგ მზის სხივების, ქარის, გრილი მდინარის შხეფების სახეზე მოხვედრა არასდროს ყოფილა ისეთი სასიამოვნო და მოთხოვნადი როგორც ახლა“, – წერს რიჩარდ ბენგზი.

„რიჩარდ ბენგზმა სამოგზაურო თავგადასავლები დაუგეგმა ცნობილ ბიზნესმენებს, მათ შორის: ბილ გეითს, ჯეფ ბეზოსს, ბარი დილერს, მართა სთიუართს და პიტერ გაბერს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.