საქართველო ბელგიისგან საჩუქრად „ასტრაზენეკას“ 86 400 დოზას მიიღებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ Twiiter-ზე წერს, რომ მხარდაჭერა პანდემიის რთულ პერიოდში მნიშვნელოვანია.
„მადლობას ვუხდი კოლეგა სოფი ვილმესს და ბელგიის მთავრობას საქართველოსთვის გამოყოფილი „ასტრაზენეკას” ვაქცინის 86 400 დოზისთვის. თქვენი მხარდაჭერა პანდემიის რთულ პერიოდში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,” – წერს ზალკალიანი.