LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქნილი სატარიფო პოლიტიკა ამოქმედდა

107

საქართველო-აზერბაიჯანს შორის შეღავათიანი ტარიფით საკონტეინერო გადაზიდვები დაიწყო. როგორც აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო Trend იუწყება, პირველი, 26 კონტეინერისგან შემდგარი მატარებელი ბაქოში გასულ პარასკევს ჩავიდა.

წინასწარი გათვლებით, მოქნილი სატარიფო პოლიტიკით, წლის ბოლომდე ქვეყნებს შორის 40 000 კონტეინერის გადაზიდვა მოხდება, რაც 1 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვას ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისიდან საკონტეინერო გადაზიდვებზე 50%-იანი შეღავათიანი ტარიფები ამოქმედდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები