LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო აშშ-სგან 67 მილიონ დოლარამდე გრანტს მიიღებს

54
amerika-sakartvelo

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის (წარმოდგენილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოთი (USAID) ხელი ეწერება საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“.

ხელმოწერის ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართება. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გახსნიან.

შეთანხმებას ხელს აწერენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი.

აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მილიონი აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს 330 მილიონი აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები