LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-აშშ-ს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენები დაიწყოს

116
49542288_1895501867213931_3531461276301524992_o

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს შორის დაიწყოს პირდაპირი ავიარეისები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან პირდაპირი ავიარეისები დაგვეხმარება, რომ ერთი ორად გაიზარდოს ეკონომიკური პოტენციალი, რაც არსებობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით:

„ჩვენ ვცდილობთ აშშ-სთან განვავითაროთ ეკონომიკური თანამშრომლობა, გავხადოთ იგი კიდევ უფრო ღრმა. ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს ეკონომიკურ კვლევაზე, რომელიც რამდენიმე კვირაში დასრულდება. ეს დაგვეხმარება, მოვიძიოთ შესაბამისი კომპანია, რომ რაც შეიძლება დროულად დაიწყოს ფრენები ამერიკისა და საქართველოს შორის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები