LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,საქართველო არის მიმზიდველი ავიაციის ბიზნესის მიმართულებით”

88

საერთაშორისო საავიაციო ფორუმის CONNECT 2018-ის საიუბილეო, რიგით მე-15 ღონისძიება მეორე დღეა გრძელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმში 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.

დღეს ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა გახსნა.

“CONNECT არის პლატფორმა, სადაც ხდება ავიაკომპანიების, აეროპორტების და ავიაციასთან დაკავშირებული ბიზნესების ყოველწლიური შეკრება. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ვმასპინძლობთ რიგით მე-15 საიუბილეო ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობს 65 ავიაკომპანიის და 250 აეროპორტის წარმომადგენელი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო არის მიმზიდველი როგორც ტურიზმის კუთხით, ისე ავიაციის ბიზნესის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ციფრები ზრდის კუთხით, ისე როგორც მგზავრთა ნაკადის, ასევე აეროპორტების მომსახურეობის და რაც მთავარია ტურიზმის კუთხით. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ჩნდება რუკაზე, როგორც დიდი საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძელი ქვეყანა”, – განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკის სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთი ალექსიძემ, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირვემაი მოადგილემ თორნიკე ზირაქიშვილმა, საფრანგეთის აეროპორტის სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა კარენ ბუტომ და ა.შ. ღონისძიების მოდერატორია საავიაციო ჟურნალ anna.aero -ს მთავარი ანალიტიკოსი ნიკ პრესტონი.

ფორუმის ფარგლებში დღესვე პრეზენტაციებს გამართავენ „ფლაი დუბაის“, „ტრანსავია ეარლაინ“ ,,ნორდიკა ეარლანისა” და სხვა ავიაკომპანიის ხელმძღვანელები. 16:00 საათზე დაგეგმილია პანელი, რომელშიც ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე მონაწილეობს. დელეგატებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართება .

“საქართველოს მთავრობამ რვა თვის წინ გადაწყვიტა CONNECT 2018-ის შერჩევის პროცესში მიეღო მონაწილეობა და საქართველო რიგით მეთხუთმეტე საიუბილეო ფორუმის მასპინძელი გამხდარიყო. მასშტაბური, საერთაშორისო დონის ღონისძიება წელიწადში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება.

ფორუმში მონაწილეობენ ისეთი წამყვანი ავიაკომპანიები, როგორიცაა: Royal Dutch Airlines, Gulf Air, Wizz Air, Ryanair, Ukraine International Airlines, Turkish Airlines, TUI France, Airzena, SAS Scandinavian Airlines, LOT Polish Airlines, British Airways, Ernest Airlines, Transavia, HOP, MIAT Mongolian Airlines, Tajik Air, PTL Airlines, Flybe, Blue Air, SWISS International Airlines, Iberia, Croatia Airlines, Eurowings, Nordica, Meridiana, Pegasus Airlines, Kuwait Airways, Flydubai, Ellinair, Lufthansa, Volotea, Atlas Global, Air France, air Baltic და სხვა.

ფორუმზე დამსწრე დელეგატები განიხილავენ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს. ასევე, საფუძველი ჩაეყრება ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის ახალ ავიამიმართულებაზე თანამშრომლობას. ფორუმის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია დაინტერესდეს საქართველოს ბაზრით და მეტი ავიამიმართულებები დაემატოს”, – აცხადებენ სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები