LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, სადაც დაბალი ვაქცინაციის გამო, დელტა შტამით გარდაცვალების შემთხვევები იზრდება – Financial Times

173
Untitled design (1)

“ინფექციების რიცხვი იზრდება და დელტა ვარიანტი განვითარებად ქვეყნებში დომინანტი ხდება,” – სტატიაში, რომელსაც Financial Times აქვეყნებს, საქართველო კოვიდვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების სიაში მოხვდა.

გამოცემა წერს, რომ ღარიბ ქვეყნებში, რომლებსაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი აქვთ, კოვიდის შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

“ე.წ. “დელტა” შტამის გამო, რომელიც მთელს მსოფლიოში სწრაფად გაბატონდა, საშინელი ზარალი მიადგა ათეულობით განვითარებად ქვეყანას, სადაც ვაქცინაციის დონე არასაკმარისია, იმისათვის, რომ კოვიდშემთხვევებმა არ გამოიწვიოს სიკვდილიანობის მაღალი ტალღა.

მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნებმა და აშშ-მა წარმატებით შეასუსტა კავშირი ინფექციებსა და სიკვდილიანობებს შორის, ამსუბუქებს შეზღუდვებს და თავიდან ხსნის ბიზნესს, ხოლო ქვეყნები, რომლებსაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლები აქვთ, ზოგ შემთხვევაში, პანდემიის ყველაზე ცუდ ფაზაში შედიან.” – ვკითხულობთ სტატიაში.

Financial Times-ის მასალაში ასევე ამოიკითხავთ სამხრეთ აფრიკის ჯანმრთელობის სამართლიანობის ინიციატივის დამფუძნებლის, ფატიმა ჰასანის შეფასებასაც, რომელიც ამბობს, რომ სისტემაში ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ვაქცინის მარაგი, მიუხედავად გლობალური გააზრებისა, რომ დელტა ვარიანტი დამანგრეველია.

სტატიაში გრაფიკულად არის გამოსახული კოვიდით ინფიცირების ყოველკვირეული შემთხვევები და სიკვდილიანობა.

რუკაზე საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად არის მონიშნული, მათ შორის არის – გაერთიანებულ სამეფო, პორტუგალია, ნამიბია, ტუნისი, სამხრეთ აფრიკას, მალაიზია, რუსეთი, ზიმბაბვე და ინდონეზია.

გრაფიკულ გამოსახულებაზე ნახავთ ინფიცირების ყოველკვირეულ ახალ შემთხვევებს 100 000 ადამიანზე და ასევე, კოვიდით სიკვდილიანობის მაჩვენებლებს 2 მილიონ ადამიანზე. ამ მაჩვენებლების მიხედვით, საქართველო ნამიბიასა და სამხრეთ აფრიკის შემდეგ, ბოლოდან მესამე ადგილს იკავებს 3.1%-იანი მაჩვენებლით.

სტატიაში მოყვანილი ინფოგრაფიკა 1-14 ივლისის მონაცემებს მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები