LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო არ უნდა წამოეგოს რუსეთის პროვოკაციებს – გიორგი მარგველაშვილი

97

„საქართველო არ უნდა წამოეგოს რუსეთის პროვოკაციებს,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოიების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს ეს ჩვენთვის, ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ იმ პროვოკაციებს, რომელიც რუსეთის პოლიტიკის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს. უნდა გავზარდოთ და გავაღრმავოთ დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში, საქართველომ უნდა გააძლიეროს თავის შეიარაღებული ძალები და ამას ვახორციელებთ. ქართული შეიარაღებული ძალები  რეფორმებისა შედეგად გადადიან უფრო მაღალ ხარისხზე, როგორც ჩვენს სტრატეგიულ მიზანთან ნატო-სთან თავსებადობის თვალსაზრისით, ასევე ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

თავდაცვისა და უსაფრთხოების  კონფერენციაზე პრეზიდენტმა საერთაშორისო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალები მაღალ ჩართულობასაც გაუსვა ხაზი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები