Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„საქართველო არ არის დამნაშავეების თავშესაფარი“ – თეა წულუკიანი სუმბაევის ექსტრადირებაზე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო არ არის დამნაშავეების თავშესაფარი“ – თეა წულუკიანი სუმბაევის ექსტრადირებაზე

277
60339008-2113308758717694-7593065668916805632-o

საქართველოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მთავარ თემებს შორის იყო რუსი ჰაკერის სუმბაევის ექსტრადირების შესახებ შეკითხვა, რომელსაც მინისტრმა ვრცლად და დოკუმენტების დამოწმებით უპასუხა.

30 სექტემბერს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, დასაშვებად იქნა ცნობილი სუმბაევის ექსტრადირება რუსეთის ფედერაციაში. უფრო ადრე კი შესაბამისი შინაარსის დადგენილება საქართველოს სასამართლოებმა მიიღეს.

თეა წულუკიანმა მედიის წარმომადგენლებს წარუდგინა და გააცნო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მათ საქართველოს გამოუგზავნეს და სადაც ნათქვამია, რომ სტრასბურგი უარს ამბობს ექსტრადაციის შეჩერებაზე.  წულუკიანის თქმით, სუმბაევის ადვოკატები ატყუებდნენ როგორთ მათი დაცვის ქვეშ მყოფს, ასევე საზოგადოებას, ვინაიდან მთთვის აღნიშნული გადაწყვეტილება ცნობილი იყო.

„მოვუწოდებ ყველას ნუ შექმნიან უსაფუძვლოდ აურზაურს. საქართველო არ არის დამნაშავეების თავსესაფარი ქვეყანა. ეს ვერ იქნება ოაზისი თავი დააღწიონ მართლმსაჯულებას. არც სამართლებრივი და არც სხვა რაიმე ბარიერი არ არსებობს, ამიტომ სუმბაევი გადაეცა მეორე მხარეს.“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა ჟურნალისტებს მოუწოდა დეტალურად გაეცნონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და თუ ქართული მართლმსაჯულების მიმართ მათი ნდობის ფაქტორი არ არის, ენდონ უცხოელ მოსამართლეებს.

„ქვეყნის შიგნით მე მაქვს ჯანსაღი ამბიციები და არ ვარ არავის მორჩილი. ეს ექსტრადაცია შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, რომელიც სხვათა შორის თქვენც საქართველოს მოქალაქეებს არ შეგრცხვებათ, იმიტომ რომ არის ევროპული სტანდარტებით შედგენილი მინისტრის ბრძანება. ამ შემთხვევაში კი ვარ მორჩილი, რომ არ გამოვცე ისეთი აქტი, რომლისაც შეგრცხვებათ დღეს, ან 5 და 20 წლის შემდეგ”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

რაც შეეხება იაროსლავ სუმბაევს, ის თბილისში 2018 წლის ნოემბერში დააკავეს.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს მისი მოთხოვნით 2018 წლის 13 ნოემბერს მიმართა. მას ბრალად თაღლითური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედება.