LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო Apple-ის პრიორიტეტული ქვეყნების ჩამონათვალში შევა

105

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ კორპორაცია Apple-თან მოლაპარაკებები დაიწყო. მოლაპარაკებები ჩვენს ქვეყანაში 2017 წლის ბოლომდე Georgian online App Store -ის გახსნაზე მიმდინარეობს.

შეხვედრები Apple-ის წარმომადგენლობასთან, ამერიკაში სილიკონ ველზე ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში აცხადებენ,  Georgian App Store -ი ქართველ  მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს გამოიყენოს Apple -ის ლიცენზირებული პროდუქტები და სერვისები, ხოლო ვებ დეველოპერები App აქსელერატორის მეშვეობით შექმნიან  ios -ის ეკოსისტემაში უფრო მეტ და უკეთეს აპლიკაციებს და გაზრდიან ქართული პროდუქციის ცნობადობას.

მათივე ცნობით, შეთანხმების მიხედვით, საქართველო იმ პრიორიტეტული ქვეყნების ჩამონათვალში შევა, რომელსაც ეფლი  სამომავლო გაფართოებისთვის განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები