LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ალიანსისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია – ნატო-ს გენერალური მდივნის ანგარიში

77
nato_572c66932a0d2

საქართველო ალიანსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორია. საქართველო ნატო-ს წევრობისკენ მიისწრაფვის და მოკავშირეებს არაერთხელ დაუდასტურებიათ თავიანთი ძალისხმევა, საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად. საქართველო, ასევე, არის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ქვეყანა ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის 2018 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება.

„პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და შესაბამისად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისათვის მომზადებას ემსახურება. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 15 ინიციატივას მოიცავს: ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC); თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა; ლოგისტკურ შესაძლებლობა; სპეციალური ოპერაციების ძალბი; დაზვერვა; საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა და უსაფრთხო კომუნიკაცია; კიბერ თავდაცვა; შესყიდვები; ავიაცია; საჰაერო თავდაცვა; საზღვაო უსაფრთხოების განვითარება; სამხედრო პოლიცია; სტრატეგიული კომუნიკაციები; კონტრ-მობილობა და კრიზისის მენეჯმენტი.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი მხარდაჭერილია დაახლოებით 40 რეზიდენტი და არარეზიდენტი ექსპერტების მიერ ყველა მოკავშირე ქვეყნიდან, ასევე ფინეთიდან და შვედეთიდან. მოკავშირეები და პარტნიორები, ასევე ახორციელებენ დაფინანსებას წვრთნების, საქართველოს საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობის და მსუბუქი შეიარაღების მიმართულებით.

ექვსი ინიციატივის ამოცანები 2019 წელს შესრულდება. საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სფეროში, შესყიდვების გამჭვირვალე კანონმდებლობის განვითარებაში, კიბერთავდაცვისა და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში და სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების ხელშეწყობაში.

სხვა ინიციატივები, როგორებიცაა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა, რა ხანია, რაც არაერთ ღონისძიებას თავაზობენ სამხედრო და სამოქალაქო პირებს.

2018 წელს, მოკავშირეებმა საქართველოსთვის გაზრდილი მხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატეს, რომელიც კონტრ-მობილობის, წვრთნებისა და საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა და უსაფრთხო კომუნიკაციის სფეროებს მოიცავს,“ – წერია ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები