LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-ახალი ზელანდიის მატჩის საუკეთესო მოთამაშე მამუკა გორგოძეა

11

ბორჯღალოსანი მამუკა გორგოძე საქართველო-ახალი სელანდიის გუშინდელი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ნომინაციაში წარდგენილი მორაგბეებიდან სამივე ქართველი იყო – მამუკა გორგოძე, ლაშა ლომიძე და ლაშა მალაღურაძე.

მატჩი ფავორიტის, ახალი ზელანდიის უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით 43:10 დასრულდა. მარცხის მიუხედავად, ქართველებმა პროგრამა მინიმუმი შეასრულეს და ჯერაც მსოფლიოს პირველ გუნდს ლელო დაუდეს. ბუნებრივია ჩვენებს ძირითადად დაცვაში თამაში და მეტოქის შეტევების მოგერიება უწევდათ, რასაც თუ მოწინააღმდეგის სიძლიერეს გავითვალისწინებთ ასე თუ ისე თავი გაართვეს.

იხილეთ გორგოძის რეაქცია, როდესაც იგი მატჩის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/rugbyworldcup/videos/10153701220682174/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები