LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა წაკითხულის გააზრების მაჩვენებლით – PISA

194
1f6e2469aa3fe15099c1ae074608286a

მოსწავლის საერთაშორისო შეფასების პროგრამამ (PISA), რომელიც მსოფლიოს ქვეყნების განათლების სისტემის შეფასების კუთხით კვლევებს ახორციელებს, 2022 წლის  შედეგები გამოაქვეყნა, სადაც მოცემულია საგანმანათლებლო სისტემების საშუალო ქულები კითხვაში (წაკითხულის გააზრება), მათემატიკასა და მეცნიერებაში.

PISA მიხედვით, საქართველო 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა კითხვისა და წაკითხულის გააზრების მაჩვენებლით, მე-60-ზე – მათემატიკისა და 66-ეზე მეცნიერების ცოდნით.

სამივე მიმართულებით უმაღლესი ქულები აქვს სინგაპურს, ხუთეულშია – ჩინეთი, იაპონია, კორეა და ირლანდია.

ევროპის ქვეყნებიდან ათეულში მოხვდა ასევე ესტონეთი, ნიდერლანდები, შვეიცარია და ფინეთი. აღსანიშნავია, რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან PISA-ს ათეულში მხოლოდ ესტონეთია. ათეულშია ასევე აშშ, ახალი ზელანდია და კანადა.

მეზობელი ქვეყნებიდან 40-ეულშია თურქეთი; აზერბაიჯანი 55-ზეა მათემატიკის ცოდნით , 69-68-ე ადგილებზე კითხვასა და მეცნიერებაში; სომხეთი და რუსეთი კვლევაში არ იძებნება.

ბოლო ათეულშია: კამბოჯა, უზბეკეთი, კოსოვო, ფილიპინები.

PISA: ქართველი მოსწავლეების დონე საშუალოზე დაბალია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები