LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო 2024 წლის მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში პირველ პოზიციას იკავებს

125
ეკო

პარიზში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის კვირეულის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს დელეგაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით ესწრება, კვლევის „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი-2024“ პრეზენტაცია გაიმართა.

აღნიშნული კვლევა ოთხ წელიწადში ერთხელ მზადდება და ის აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებს აფასებს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდამჭერი პოლიტიკის „ევროპის მცირე ბიზნესის აქტთან“ (Small Business Act for Europe) და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის თვალსაზრისით.

მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსით ქვეყნები ისეთი ხუთი მნიშვნელოვანი სფეროს მიხედვით ფასდება, როგორიცაა: პასუხისმგებლობიანი მთავრობა, სამეწარმეო ადამიანური კაპიტალი, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ბაზარზე წვდომა და ინოვაციები და ბიზნესის ხელშეწყობა.

აღნიშნული, თავის მხრივ, 12 მიმართულებას მოიცავს, რომელთაგან 11 მიმართულებით საქართველო ლიდერობს. 2024 წლის მიმოხილვაში საქართველო საუკეთესო იყო შემდეგი მიმართულებებით: ინსტიტუციური და მარეგულირებელი ჩარჩო; ოპერაციული გარემო; გადახდისუუნარობა და მეორე შანსი; სამეწარმეო სწავლება და ქალთა მეწარმეობა; მცირე და საშუალო მეწარმეობის უნარები; ფინანსებზე ხელმისაწვდომობა; სახელმწიფო შესყიდვები; სტანდარტები და ტექნიკური რეგულაციები; მცირე და საშუალო მეწარმეობის ინტერნაციონალიზაცია; ბიზნესის ხელშემწყობი სერვისები და ინოვაციური პოლიტიკა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ „კოვიდპანდემიის შემდეგ სწრაფი ეკონომიკური აღდგენით გლობალურადაა აღიარებული საქართველოს მაღალი სტანდარტების მარეგულირებელი და ბიზნეს გარემო. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოები სარგებლობენ შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის მარტივი რეგისტრაციით, ელექტრონული მმართველობის სერვისების გაფართოებით, ფინანსებზე გამარტივებული წვდომითა და RIA-ს უფრო სისტემური გამოყენებით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები