წელს, Check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველო 13 საერთაშორისო-სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლებს.
საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის პირველმა მოადგილე აკაკი ლოდიამ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა გამართეს.
საქართველოში გასამართი სპორტული ღონისძიებების ჩამონათვალი ასეთია:
1. ძიუდოს გრან პრი, თბილისი 31 მარტი – 2 აპრილი.
2. საერთაშორისო ჩემპიონატი ავტორბოლაში, რუსთავი – 1-2 აპრილი.
3. დევისის თასის მატჩი, საქართველო – ლიტვა, თბილისი – 7-9 აპრილი.
4. ევროპის ჩემპიონატი სუმოში, თბილისი – 22-23 აპრილი.
5. მსოფლიო რბენა – Wings For Life კახეთი – 7 მაისი.
6. ევროპის ჩემპიონატი უშუში, თბილისი – 11-21 მაისი.
7. ევროპის ჩემპიონატი ჯომარდობაში, ბორჯომი – 22-28 მაისი
8. მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი რაგბიში, თბილისი – ქუთაისი – 31 მაისი – 18 ივნისი.
9. ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში, თბილისი – 11-17 ივნისი.
10. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ფეხბურთში, თბილისი-გორი – 2-15 ივლისი.
11. მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი ხელბურთში, თბილისი – 8-21 აგვისტო.
12. მსოფლიო თასი ჭადრაკში, თბილისი – 2-28 სექტემბერი.
13. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ქალთა შორის ფრენბურთში, თბილისი, 21-25 სექტემბერი.
ორგანიზატორები ღონისძიებების მასშტაბებსა და წარმომადგენლობას ქართული სპორტის ისტორიაში “უპრეცედენტო შემთხვევას” უწოდებენ და აცხადებენ, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, საერთაშორისო ტურნირები იმაზე მეტყველებს, რომ საერთაშორისო სპორტულ რუკაზე საქართველო თავის ადგილს იმკვიდრებს.
მხოლოდ სპორტული ღონისძიებების ფარგლებში საქართველო 70-მდე ქვეყნიდან ელოდება ვიზიტორებს.