LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქალაქო სასამართლომ “სირცხვილიას“ 6 აქტივისტი 1 000-დან 3 800 ლარამდე თანხით დააჯარიმა

76
Untitled design (12)

მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტები, რომლებიც 7 მარტს, უკრაინის სოლიდარობის აქციაზე დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო და ჯარიმები დააკისრა.

ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა “სირცხვილია” ავრცელებს და წერს, რომ გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო:

“მოსამართლე მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილებით, 7 მარტს, უკრაინის სოლიდარობის აქციაზე უკანონოდ დაკავებულ აქტივისტებს ჯამში 15 800 ლარის ჯარიმები შეეფარდათ:

ზუკა ბერძენიშვილი – 3800 ლარი
გიორგი მჟავანაძე – 2800 ლარი
გური გოლიაძე – 2800 ლარი
ნოდარ რუხაძე – 2800 ლარი
ალექსანდრე სამხარაძე – 2600 ლარი
გიგა მაქარაშვილი – 1000 ლარი

თანხა აქტივისტების დასახმარებლად შეგიძლიათ ჩარიცხოთ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე”, – აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.