დღეიდან ანტისაოკუპაციო აქციები ფორმატს იცვლის და მოქალაქეებს ონლაინგადაცემებს სთავაზობს.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ გადაცემებში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ისაუბრებენ, სტუმრები კი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იქნებიან.
გადაცემა , შეიძლება, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით გავიდეს
ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები გადაცემას გააკეთებენ - სად ნახავს მაყურებელი ახალ პროექტს
პარალელურად, პარლამენტის წინ გამოფენა-გაყიდვებიც იმართება. მაგალითად, გუშინ , პროტესტის 32-ე დღეს „ფლი მარკეტი“ მიმდინარეობდა, სადაც 40-მდე სტარტაპერი მონაწილეობდა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შემოსული თანხის ნაწილი აქციის ორგანიზებას მოხმარდება.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციებზე საზოგადოების ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვს.