LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საპროცესო მოქმედებები, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა“ – 13 წლის შვილის გაუპატიურების საქმეზე დაკავებულ მამას ბრალდება წარედგინა

202
პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, ბათუმში, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა.

საქმე ეხება 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამას.

უწყების ინფორმაციით, არასრულწლოვანი დაზარალებულის მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად, შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა:

ბათუმში მამამ 13 წლის შვილი გააუპატიურა

როგორ „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე 1 პირია დაკავებული.

„პროკურატურა არასრულწლოვანი დაზარალებულის ინტერესების დასაცავად, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებს, პროცესში ჩართულ შესაბამის  უწყებებთან ერთად. ასევე, არასრულწლოვანთან მუშაობს ფსიქოლოგი.

პროკურატურა მოუწოდებს მედიას და საზოგადოებას გაითვალისწინონ საკითხის „სენსიტიურობა“ და არამარტო აღნიშნულ საქმეზე, არამედ ყველა მსგავსი კატეგორიის საქმეზე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, თავი შეიკავონ დაზარალებულის პერსონალური მონაცემების და საქმის დეტალების გამჟღავნებისგან, რათა არ მოხდეს არასრულწლოვნის ინტერესების შელახვა და დამატებითი ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება“. – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„დღეს დააკავეს კაცი 13 წლის შვილის გაუპატიურებისთვის.. ბავშვებზე მასიურად ძალადობენ სექსუალურად და ერთხელ არ გამიგია ალტ-ინფო და სხვა ნაყარ-ნუყარი ჯგუფები ამას აპროტესტებდნენ“ – ბაია პატარაია

დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ და მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები