საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა.
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კომიტეტმა განიხილა დეპუტატის პირადი განცხადება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე და პარლამენტის ბიუროსთვის გადასაცემად შესაბამისი დასკვნა მოამზადა.
შესაბამის დადგენილებას პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის.
შეგახსენებთ, საპარლამენტო მანდატის დატოვების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ პირველ ნოემბერს განაცხადა.