LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს მხარს უჭერს: პროექტი რიგგარეშე სესიაზე ხვალ გავა

79
FORTUNA.GE-

საქართველოს პარლამენტში შესულ უფრაქციო დეპუტატებს უფლება ექნებათ ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერები და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები წარადგინონ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა.

ინიციატივა პირველი მოსმენით განიხილეს და ის რიგგარეშე სესიაზე ხვალ გავა.

პროექტის განხილვისას აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც პარლამენტში შესულ ოპოზიციას საშუალებას მისცემს, გააქტიურდნენ საკანონმდებლო საქმიანობაში.

დეპუტატი დავით ნათიკაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია გაკეთდეს მაქსიმუმი, რათა ოპოზიცია აღიჭურვოს ყველა იმ უფლებამოსილებით, რომელიც მას რეგლამენტით შეიძლება გააჩნდეს.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, უფრაქციო დეპუტატებს საპარლამენტო გამოსვლებისას ექნებათ იმდენივე დრო, რამდენიც ფრაქციისთვის არის განსაზღვრული.