LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპრივატიზებო გეგმა 102%-ით შესრულდა

126

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული საპრივატიზებო გეგმა 102 პროცენტით შესრულდა.

როგორც ”ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, 2015 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში მთლიანი საპრივატიზებო გეგმით გათვალისწინებული იყო 280 მლნ. ლარის მობილიზება, ბიუჯეტში ჩარიცხული თანხა კი 285 311 504 ლარს შეადგენს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წელს პრივატიზებულია 184 272 599 მლნ. ლარის ქონება, საიდანაც
ბიუჯეტში ჩარიცხულია 105 947 000 ლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი მიმდინარე და მომდევნო წლებში ჩაირიცხება.
2015 წლის განმავლობაში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2 685 აუქციონი გამოაცხადა. ამავე პერიოდში საინვესტიციო პირობებით პრივატიზებულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 10 მსხვილი ობიექტი, რომელთა პრივატიზებიდან შემოსული თანხა 47 850 800 მლნ აშშ დოლარზე მეტს და 33 963 000 მლნ ლარს შეადგენს. ამასთან, ინვესტორებმა აიღეს ვალდებულება აღნიშნულ უძრავ ქონებაზე განახორციელონ მინიმუმ 72 760 000 აშშ დოლარის და 37 000 000 ლარის ინვესტიცია.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პრივატიზაციის პროცესი გაგრძელდება მომავალშიც.