LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს მტრული რიტორიკა არ შეცვლილა – გრიგორი კარასინი

1539163230-კარასინ6

„ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს მტრული რიტორიკა არ შეცვლილა,“ – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა ჟენევის დისკუსიების დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ვიმედოვნებდით, რომ ამის შემდეგ თბილისის მტრული რიტორიკა შემცირდებოდა. პირდაპირ ვიტყვი, ეს იმედები სრულებით არ გამართლდა. საქართველოს ახალი წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია კვლავინდებურად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების, რუსეთის ოკუპაციასა და 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების თითქოსდა შეუსრულებლობაში დადანაშაულების პრინციპებზე დგას,“ – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთი ოსეთის დელეგაციებს მოუწიათ შეეხსენებინათ თბილისისთვის იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გასული 10 წლის განმავლობაში განხორციელდა. კერძოდ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და სხვადასხვა პროექტების რეალიზაციის შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები