LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპენსიო სისტემა, შეიძლება გაუქმდეს – საკონსტიტუიცო სასამართლო საკითხის განხილვას იწყებს

455
PENSIA

ირღვევა თუ არა მოქალაქისა და დამსაქმებლის უფლება საპენსიო შენატანების დავალდებულებით – ამ თემაზე საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივები” თვლის, რომ საპენსიო სისტემის სავალდებულობა არაკონსტიტუციურია.

სქემა არ იძლევა ღირსეულ სიბერეს – ბოკერიამ, ჭიაბერაშვილმა და ქებურიამ საპენსიო სისტემა დატოვეს

კანონმდებლობის მიხედვით, ამის საშუალება 40 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს აქვთ.

ორგანიზაცია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რეფორმის შეჩერებას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

არასამთავრობოში აღნიშნეს, რომ ამ მოსაზრებას მოსამართლე ირინა იმერლიშვილი არ დაეთანხმა, რომელიც მათ პოზიციას იზიარებს.

“სასამართლომ აღნიშნა, რომ საპენსიო რეფორმა მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს ემსახურება. ამიტომ, სასამართლოს მოსაზრებით, დამსაქმებელთა მხრიდან საპენსიო ფონდში შენატანის განხორციელებიის შეჩერება და ფონდის შენატანების შემცირება, საპენსიო სააგენტოს ფუნქციონირებას და სქემის მონაწილე დამსაქმებლებს ერთობლივად ბევრად მასშტაბურ ზიანს მიაყენებს, ვიდრე მისი მოქმედების შემთხვევაში მიადგება მოსარჩელის ინტერესებს”, – ამბობენ ორგანიზაციაში.

შეგახსენებთ, რდაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.

40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეებისთვის დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულოა.

ისინი ვალდებულნი არიან საპენსიო ფონდში დასაბეგრი ხელფასის 2% შეიტანონ. თანხის გადარიცხვას ახორციელებს დამსაქმებელი დასაქმებულის სახელით.