LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპენსიო შენატანის შეჩერება არ იგეგმება: “იმედია ბიზნესი გამონახავს თანამშრომლების შენარჩუნების რესურსს”

93
1 ცქიტი

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვეს უპასუხა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილის განმარტებით, შესაძლებელია თუ არა საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში საპენსიო შენატანების შეჩერება, უპასუხა, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა არ იგეგმება. მისი თქმით, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენი ადამიანი დაკარგავს სამსახურს.

„ამ ეტაპზე ეს ზომა არ არის გათვალისწინებული. უნდა შევაფასოთ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც შეიძლება დაკარგონ სამსახური. ნებისმიერი პროგნოზის გაკეთება ამ ეტაპზე იქნება სპეკულაციური და რეალობასთან შეუსაბამო. პირველ რიგში, სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ უკვე დაახლოებით მილიარდ 200 მილიონის პაკეტი შევთავაზეთ ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ბიზნესს. აღნიშნული პაკეტი მიმართული იყო სწორედ იმისკენ, რომ ბიზნესმა შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მინისტრს იმედი აქვს, რომ ბიზნესი გამონახავს რესურსს და კვალიფიციურ თანამშრომლებს შეინარჩუნებს. მაია ცქიტიშვილის განმარტებით, ჯერ გაურკვეველია რა რაოდენობის თანხა იქნება საჭირო უმუშევრად დარჩენილი ადამიანების მინიმალური საჭიროების დასაკმაყოფილებლად.

“ვინაიდან ჩვენ ჯერ ამ საგანგებო ვითარებაში ვიმყოფებით დაახლოებით ერთი თვეა, იმედი გვაქვს, რომ ბიზნესი შეძლებს და გამონახავს საკუთარ რესურსსაც იმისთვის, რომ არ გაუშვას სამსახურიდან კვალიფიცირებული პერსონალი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ იმ ადამიანების რაოდენობას და არ შეგვიძლია შევაფასოთ, თუ რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და, შესაბამისად, ჯერ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, თუ რა ზომების მიღება ან რა ოდენობის თანხა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ დავაკმაყოფილოთ ამ ადამიანების საბაზისო მინიმალური საჭიროებები“, – განმარტავს მინისტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები