საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე – pensions.ge საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა ამოქმედდა. შესაბამისად, დამსაქმებლებს სისტემში რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ. რეგისტრაცია საპენსიო შენატანების განხორციელებისთვის აუცილებელია.
რეგისტრაციისთვის საჭიროა ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის, დამსაქმებლის დასახელებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითება. საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე ასევე განთავსებულია შენატანების გადახდის ინსტრუქცია.
2019 წლის 1 იანვრიდან 2-პროცენტიანი საპენსიო შენატანის გადახდა ევალება ყველა დასაქმებულს, ასევე მის დამსაქმებელსა და სახელმწიფოს. დასაქმებულს, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით შეუსრულდა 40 წელი ან მეტი, 2019 წლის 1 აპრილიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით შეეძლება საპენსიო სქემიდან გასვლა. ასეთ შემთხვევაში, მას, ასევე დამსაქმებელს და სახელმწიფოს სრულად დაუბრუნდებათ განხორციელებული საპენსიო შენატანები.