საპენსიო სააგენტოს ცნობით, 2024 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, სააგენტოს აქტივების წმინდა ღირებულება 4.5 მილიარდი ლარია, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა საინვესტიციო მოგებამ 896.5 მლნ ლარს მიაღწია.
პორტფელების მიხედვით, 2023 წლის აგვისტოდან დღემდე, ჯამური, რეალური (ინფლაციის გათვალისწინებით) ამონაგები შემდეგნაირად გამოიყურება:
• კონსერვატიული პორტფელი – 3.32%
• დაბალანსებული პორტფელი – 3.93%
• დინამიკური პორტფელი – 4.10%