LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპენსიო სააგენტომ „ნიკორას“ ობლიგაციებში ინვესტიცია ჩადო 

242
პენსიის აღება

საპენსიო სააგენტომ „ნიკორას“ მიერ განთავსებულ 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3 წლიან ობლიგაციებში ჩადო ინვესტიცია. ემისიაში 10%-იანი ინვესტიცია საპენსიო სააგენტოს მიერ შეძენილი პირველი ადგილობრივი კორპორაციული ფასიანი ქაღალდებია. ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში ნომინალური ღირებულების 100%-ით განთავსდა, რაც “ნიკორას” საშუალებას აძლევს, სავალუტო რისკებს თავი აარიდოს.

“ეს არის პირველი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოში თანხა დავაბანდეთ კორპორაციულ ობლიგაციებში. ჩვენ საქართველოში ვყიდულობდით სახაზინოებს, საბანკო დეპოზიტებს, მიმდინარე ანგარიშებს, სუვერენულ ობლიგაციებს, ეს იყო პირველი ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციები, რომლებიც შევიძინეთ. ეს არის კარგი საპენსიო ფონდისთვის, მისი საინვესტიციო დინამიკისთვის, მეორე მხრივ, კარგია ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის, კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, გარკვეული სტიმულია და სიგნალია სხვა პოტენციური ემიტენტებისთვის, რომ უფრო მეტად განიხილონ კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტები და გამოუშვან”, – განაცხადა საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ.