LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საპენსიო სააგენტო“ უკვე მილიარდი ლარის აქტივებს მართავს

109
shutterstock-1180786510

„საპენსიო სააგენტომ” საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა, რომელიც საპენსიო დანაზოგების ინვესტირების სტრატეგიას წარმოადგენს, – ამის შესახებ „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონთან, არსებულ რეგულაციებთან და უკვე ოფიციალურადაა დადასტურებული ეროვნული ბანკის მიერ.

„საინვესტიციო საქმიანობას დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო წარმართავს, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური უცხოელი წევრებით, ზედამხედველობას ეროვნული ბანკი ახორციელებს, შესაბამისად, მონაწილეებისთვის იქმნება ისეთი გარემო, რომ მათი დანაზოგი მაქსიმალურად დაცული იქნას“, – აღნიშნა გიორგი ჭიჭინაძემ.

როგორც ის ამბობს, დღევანდელი მონაცემებით, „საპენსიო სააგენტო“ მართავს მილიარდი ლარის აქტივებს, ხოლო ამონაგების სახით 100 მილიონ ლარამდე თანხაა მობილიზებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები