LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპენსიო ფონდში უკვე 951 მილიონი ლარია მოგროვილი

102
780-pensia-2019-10-18-13-01-20-633453

საპენსიო აქტივების პორტფელის ზომამ 951 მილიონ ლარს მიაღწია, საიდანაც 698 მილიონი ლარი განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებში, 222 მილიონი ლარი მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, ხოლო 31 მილიონი ლარი კი ვადიან დეპოზიტებზე. ინფორმაციას თავად საპენსიო ფონდი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საპენსიო აქტივები 8 ქართულ კომერციულ ბანკშია განთავსებული. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და თვის მანძილზე საშუალოდ 9 000-ზე მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები