საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 13 ნოემბრის მონაცემებით, საპენსიო ფონდის ღირებულებამ 1 მილიარდ 77 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, ხოლო რეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობამ 1 მილიონ 86 ათასს გადააჭარბა.
დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 560-მა ადამიანმა, მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით – 244 მონაწილე, საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო – 1, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით – 241, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა 74-მა პირმა.
როგორც საპენსიო სააგენტოში ამბობენ, საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშუალოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში 12 500-ზე მეტია. საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 102 მილიონ ლარამდე სარგებელი. საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 11.1%-ში.