LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპენსიო ფონდში 2.78 მილიარდია ლარია – რამდენი პირი სარგებლობს დანაზოგით

67
პენსია

2022 წლის 9 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეების მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულებამ 2.78 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 397 მლნ ლარია. საპენსიო სქემაში სულ 1 მლნ 337 ათასი ადამიანია გაწევრიანებული.

სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 2,701-მა პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 6,698,273 ლარს შეადგენს.

საპენსიო სააგენტოს ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, ფონდის ამოქმედებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2022 წლის ოქტომბრის ჩათვლით, რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 1.4% იყო, წმინდა ამონაგები – 38.8%.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ჩანს, ფონდმა 2022 წლის მარტიდან აშშ დოლარის შესყიდვა დაიწყო და 31 ოქტომბრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის 17.5% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 82.5% – ლარში.

საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება:

  • სადეპოზიტო სერტიფიკატები და ვადიანი ანაბრები – 65.4%;
  • ადგილობრივი სახაზინო ობლიგაციები – 13.5%;
  • აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები – 8.7%;
  • გლობალურ აქციები – 7.9%;
  • მიმდინარე სარგებლიანი ანგარიშები – 3.6%;
  • ევროობლიგაციები – 0.9%.

ოქტომბრის ანგარიშის თანახმად, აქტივების 88.4% ფიქსირებულ განაკვეთზეა მიბმული, 3.6% ცვლადზე, 7.9% კი გლობალური აქციებია.

რაც შეეხება ვადიანობას, აქტივების ნახევარზე მეტი, 57.1%, 2 და მეტი წლით არის განთავსებული. აღსანიშნავია, რომ აქტივების 62.8%-ს BB- საკრედიტო რეიტინგი აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები