სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ორი მოზარდი ცდილობს საპატრულო პოლიციის ავტომობილს მიაყენოს ზიანი. ფოტოს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა სოც-ქსელის მომხმარებლებს შორის, თუმცა, ძირითადად უარყოფითი კომენტარები სჭარბობდა. ამ ფაქტს ერთ-ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ლევან კოზიშვილი გამოეხმაურა.
”ინტერნეტში გადავაწყდი ამ ფოტოს. აქ არიან დაახლოებით 15-16 წლის ლაწირაკი გოგონები რომლებიც თავისი აზრით ,,ძერსკობენ” ,,ტიპშობენ” და მოკლედ ბლატაობენ თავის ფანტაზიებში. მე პოლიციელი ვარ. ის რომ იცოდეთ თუ რას აკეთებს პოლიციელი ერთი დღე მაინც უნდა გქონდეთ მუშაობის პროცესში ჩვენთან გატარებული რასაც ვერ გაატარებთ თუ შ.ს.ს აკადემიის პრაქტიკანტი არ ხართ. მესმის სხვადასხვა აზრები ჩვენთან მიმართებაში და გეტყოდით რომ მრავალი თქვენთაგანი სტერეოტიპულად აზროვნებთ. საქმე იმაშია რომ ყველგანაა ცუდი და ყველგანაა კარგი. არ შეიძლება ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა. ვიღაცისათვის პოლოციელი და მისი ფორმა პირდაპირ ზიზღს იწვევს, ვიღაცაში ეს სიყვარულსა და დიდ პატივისცემას მისაბაძ მაგალითს. ეს ხდება იმიტომ, რომ მათთან ან ცუდი ან კარგი ცხოვრებისეული შემთხვევები აკავშირებთ. ნუ გადაწყვიტავთ ერთი შეხედვით ყველაფერს. ფორმა ლამაზია და კარგი, მაგრამ ფორმის შიგნით არის ადამიანი. ნუ იაზროვნებთ სტერეოტიპულად. პ.ს. ვისაც უბრალოდ ვეზიზღებით და ამის პასუხი თვითონაც კი არ აქვს ავადმყოფია და მაგრად არ მაინტერესებს. დრო დადგება და ასეთი შეხედულება შეიცვლება და ადამიანი ვერც კი გაბედავს და იტყვის, რომ პოლიცია ეზიზღება, რადგან ეს ნათქვამი სინდისს შეუწუხებს დამიჯერეთ. ამას მხოლოდ კრიმინალი თუ აღიარებს და კრიმინალს მეგობრებო ყოველთვის ვეზიზღებოდით, თუ ანარქისტები ხართ, უწესრიგობის მოყვარული, ძალადობის, კრიმინალის და ა.შ. მაშ ვერც კი გაიგებთ იმას თუ რას ვაკეთებთ. ამისათვის რა უნდა მოხდეს მაინცდამაინც რომ შეიგნოთ იცით? უნდა გამოცხადდეს წინასწარ ,,ერთი დღე პოლიციის გარეშე” 112 გათიშული უნდა იყოს და ზუსტად ის ერთი დღე მიგახვედრებთ და განანებთ თქვენს სიტყვებს. მე დარწმუნებული ვარ რომ ქვეყანაში და განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა ისეთი ქაოსი მოხდება, რომ ის დღე ისტორიაში შევიდოდა ბნელი სახელით და თქვენ შვილებსაც და შვილთაშვილებსაც კი დიდი ტკივილით მოუყვებოდით ამის შესახებ. მიზეზი მარტივია: მაღაზიებისა და ბანკების დაყაჩაღებები, სასტუმროები, რესტორნებში განუკითხაობა, საშინელი ავარიები ადამიანის სიცოცხლის დაზიანებით და უფრო მეტიც – გამოსალმებით. ქურდობა, ძალადობა, გაუპატიურება. ქუჩებში სადარბაზოებში სამსახურებში ყველგან განუკითხაობა და ცხოველური ინსტიქტი დაჩაგროს ძლიერმა სუსტი. რას გააკეთებდით ასეთ შემთხვევაში, ძალიან გთხოვთ დაფიქრდით სანამ რამეს იტყოდეთ. წარმოიდგინეთ ვისაც გძულთ პოლიციელები დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ თქვენ თუ არა, თავენი ახლობელი ან ნათესავი ვიღაც მაინც მუშაობს იმ ადგილებში, რაც მე ჩამოვთვალე. ბანკი, სასტუმრო, რესტორანი და ა.შ. და თუ არც მუშაობს, უბრალოდ ხომ გადაადგილდება ქუჩაში, ხომ ზის მშვიდად პარკში, მაგრამ იჯდება როომ? წარმოიდგინეთ რომ თქვენთვის ძვირფასი ადამიანი განუკითხაობის მსხვერპლი ხდება, ამ დროს რასაც იკითხავთ, იქნება ის თუ სად ვიყავით ჩვენ. რატომ არ დაგიცავით და დავიცავით თაქვენი საყვარელი ადამიანები. კრიმინალსაც კი ყავს ასეთი ადამიანები და მინდა გითხრათ, რომ მისთანების ახლობლებს, ოჯახის წევრებს შუბლზე არ აწერიათ, რომ ,,კაი ბიჭის” ნათესავები არიან. ასე რომ ცუდს თუ ვინმე გააკეთებს ისევ ცუდი და ბოროტი და თქვენნაირი გაუკეთებდა ცუდს თქვენივე სისხლსა და ხორცს უცოდინრობით. დაფიქრდით ამაზე. ჩვენ სამწუხაროდ ვერ დავეხმარებით ყველას, რაოდენ ძლიერაც არ უნდა გვინდოდეს ეს. ვერ დავიცავთ ყველას 100% და ამის დაპირება სისულელეა და ის ვინც ამას გპირდებათ ან დაგპირდებათ, მატყუარა თუ იქნება. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ. დავიცვათ უსაფრთხოება და გავატაროთ პრევენცია. ამის ხარისხი 95% იქნება 90 თუ ღმერთმა არ ქნას ჯერ ისეთი დრო არაა რომ 85% ეს მხოლოდ სახელმწიფოზე და პოლიციელზე არაა დამოკიდებული. ეს თითოეულ თქვენთაგანზეა დამოკიდებული! პოლიცია მუშაობს იმდენად ეფექტურად, რამდენადაც ხალხი თანამშრომლობს ჩვენთან! თქვენს გარეშე ჩვენი სამსახური არაფერია თუ არა ქუჩებში სეირნობა. ეს გოგოები კი თავისი საქციელით ძალიან კარგად გამოხატავენ იმას, თუ როგორ თანამშრომლობენ ჩვენთან, თუ რა განათლება აქვთ, თუ როგორ სცემენ პატივს წესრიგს და ის თუ როგორ ღზრდიან მათ ოჯახში! მადლობა ვინც წაიკითხა ჩემი მოსაზრება და გაიზიარა“, – წერს კაზიშვილი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.