საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მტკვრიდან მამაკაცი ამოიყვანეს.
შემთხვევა, თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, „ლაგუნა ვერესთან“ მოხდა.
ფაქტი „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მტკვარში გადახტა, თუმცა, სამართალდამცავებმა წყლიდან მისი ამოყვანა და გადარჩენა რამდენიმე წუთში შეძლეს.