თეოლოგი ლადო ნარსია მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებაზე საქართველოს ხელისუფლებას და საპატრიარქოს მიმართავს.
ეპისკოპოსი იაკობი: კვირიკაშვილის დროს დამიძახეს, გახარია, გომელაური პატრიარქის გადაყენებაზე მეჩალიჩებოდნენ (ვიდეო)
გთავაზობთ მის სტატუსს:
,,1. დღემდე ციანიდის საქმეზე საპატრიარქოს პოზიცია – “ვენდობით ხელისუფლებას, ვენდობით გამოძიებას”!!!
მეუფე იაკობი – “ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია, ვანო ჩხარტიშვილი (გომელაურიც ესწრებოდაო) მოითხოვდნენ პატრიარქოს გადაყენებას. ხელისუფლება მონაწილეობდა პატრირქის მოკვდინების სცენარში”.
ციანიდის საქმეზე მეუფე პეტრე პირველივე დღიდან აცხადებს – “არ ვენდობით ხელისუფლებას, ხელისუფლების ინტერესი იკვეთება ციანიდის საქმეში”!
შეკითხვა – საპატრიარქო რატომ უცხადება გამოძებას ნდობას თუკი საპატრიარქოს წარმომადგენელმა იაკობმა და მითუფრო პატრიარქმა იცოდა, რომ ხელისუფლება საქართველოს პატრიარქის წინააღმდეგ მოქმედებდა?
2. იაკობი – “მეუფე პეტრე იმ შეხვედრებს არ ესწრებოდა სადაც იგეგმებოდა პატრიარქის წინააღდეგ სახელისუფლო საუბრები… მაგას ცალკე შეხვდა გახარია და ვახო გომელაური”.
ვინ უთხრა ეპისკოპოს იაკობს თუ რაზე ისაუბრეს გახარია და გომელაურმა მეუფე პეტრესთან? სხვა რა დამადასტურებელი დოკუმენტები აქვს? წარმოადგინოს!!!
3. პატრიარქის მკვლელობაში დადანაშაულებულია ეკლესიის მმართველი იერარქია, მათ შორის პატრიარქის ძმიშვილი დიმიტრი შიოლაშვილი (“ზღვაზე რო ნებივრობს”); ყოფილი და მოქმედი პრემიერმინისტრები, უმაღლესი სახელისუფლო პირები და რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილი.
რა რეაგირება ექნება ეპისკოპოს იაკობის განცხადებაზე საქართველოს პროკურატურას? თავმოყვარეობა არავის შეგრჩათ ხელისუფლებაში???
4. საქართველოს საპატრიარქოვ – თუ მთლად სანაგვედ არ იქეცით, მოითხოვეთ იაკობ იაკობაშვილის შერაცხადობის საკითხის დაყენება და მიიღეთ საეპისკოპო ხარისხიდან მისი ჩამოცილების გადაწყვეტილება!”- წერს ლადო ნარსია
ეს ის მეუფეა, რომელიც იძახდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო-პრემიერი მეუფე იაკობის განცხადებაზე
პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია არ ადასტურებს ვახტანგ გომელაურთან და გიორგი კვირიკაშვილთან ერთად მეუფე იაკობთან შეხვედრას პატრიარქის გადაყენებაზე.