LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციას ზაზა სარალიძე შეურთდა

4e781c525a89304ff24c8101d89d891d_XL

საპატრიარქოსთან დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციას, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შეურთდა. ზაზა სარალიძემ ოჯახის მიმართ სოლიდარობა ამ ფორმით გამოხატა.

აქცია საპატრიარქოს შენობის წინ რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. „ციანიდის საქმეზე“ დაკავებული დეკანოზის ოჯახის წევრებს გაშლილი აქვთ კარავი და მათი მთავარი მოთხოვნაა, გიორგი მამალაძის ზიარება.

აღსანიშნავია, რომ დღეს 2 წელი გავიდა დეკანოზის დაკავებიდან.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბრალდება, რომელიც დეკანოზს აქვს წარდგენილი, არ შეესაბამება სიმართლეს და გიორგი მამალაძმ შეთქმულების მსხვერპლია. ოჯახი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ საქმეზე სამართლიან გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლო გამოიტანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები