LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქოში უკრაინის ეკლესიის იერარქებს უმასპინძლეს

60
უკრაინის მღვდლის ვიზიტი

7 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარს და საქმეთა მმართველს, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტ ანტონს უმასპინძლა, რომელიც მოსკოვს დაქვემდებარებული იერარქია.

საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისადა ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).

საპატრიარქოს განცხადებით, “შეხვედრა ძმურ და თბილ ვითარებაში” წარიმართა.

„მიტროპოლიტი ანტონი საქართველოს პატრიარქს უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებული მდგომარეობის შესახებ ესაუბრა. განიხილეს უკრაინისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის შემდგომი თანამშრომლობის გზები.“ – აცხადებს საპატრიარქო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ამ დრომდე არ აღიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები