LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქოს განცხადება საფრთხისშემცველია – „თანასწორობის მოძრაობა“

72
LGBT

„თანასწორობის მოძრაობა“ საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და საფრთხისშემცველად აფასებს მოწოდებას პრაიდის წინააღმდეგ მობილიზებისკენ.

ორგანიზაცია მოუწოდებს შსს-ს, დაიცვას შეკრებაში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოება და სამართალდარღვევის აღსაკვეთად გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული პროპორციული საშუალებები.

ამ განცხადების დამწერ ინსტიტუციას ქრისტიანობასთან არაფერი საერთო არ აქვს – თაბაგარი საპატრიარქოზე

ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს პოლიტიკოსებს, საჯარო განცხადებების დროს იხელმძღვანელონ ადამიანის უფლებების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტებით, თავი შეიკავონ ჰომოფობიური და დისკრიმინაციული განცხადებებისგან.

„თანასწორობის მოძრაობა“ მედიასაც მოუწოდებს, დაიცვას ეთიკური სტანდარტები და გამოიჩინონ სიფრთხილე ძალადობის და დისკრიმინაციის წახალისების მხრივ.

 

საპატრიარქო, 5 ივლისს, რა დღესაც “ღირსების მარშია” დაგეგმილი, თანამოაზრეებს რუსთაველზე, ქაშვეთის ეკლესიასთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

“მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია”, — ნათქვამია განცხადებაში.

ისინი თბილისი პრაიდის ორგანიზატორებსა და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს მიმართავენ და აცხადებენ, რომ მარშის ჩატარებისგან თავი უნდა შეეკავებინათ.

მივმართავთ მოსახლეობას, მშვიდობიანად დავაფიქსიროთ პროტესტი, 5 ივლისს შევიკრიბოთ ქაშუეთის ტაძართან, მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენს ღირსებას ვიცავთ – საპატრიარქო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები