საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს, დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ჭიღლაძე წერს, საპატრიარქო ოცნების სახელისუფლებო რესურსი და პრორუსული ძალების ამარაა დარჩენილი.
დეკანოზის განმარტებით, ნაცვლად გამაერთიანებელი ენის, დიალოგის და საკუთარი შეცდომების აღიარებისა, საპატრიარქო მსაჯულის ენით ესაუბრება ყველას.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე
„კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლე როგორც ყოველთვის ყველაფრისა და ყველას კრიტიკა, რაც და ვინც მისი უტყვი მონა არაა და არცერთი სიტყვა უდიდეს საეკლესიო კრიზისზე, შიდა პრობლემებზე და სისტემური საეკლესიო რეფორმების აუცილებლობაზე. ეკლესია თავზე გენგრეოდეს და სხვას მოძღვრავდე და მიუთითებდე, სადაური წესია? არავინ საღად მოაზროვნე აღარაა დღეს საპატრიარქოს დამცველ-გამპრავებელი, იგი დარჩენილია პრორუსული ძალების ამარა და ოცნების სახელისუფლებო რესურსის იმედად.
P.S. ნაცვლად გამაერთიანებელი ენის, დიალოგის და საკუთარი შეცდომების აღიარებისა, საპატრიარქო მსაჯულის ენით ესაუბრება ყველას. “ეკლესია, რომელსაც სამყაროსთან და მის პრობლემებთან დიალოგი არ აქვს, რომელიც ,,სხვათა“ სხვადყოფნასთან და მის მონაგართან არ საუბრობს, არსებითაც წყვეტს ეკ-კლესიად (εκ-κλησία) მოქმედებას, რამდენადაც იგი განკაცების ყველაზე მნიშვნელოვან შედეგს უარყოფს: მთელი შესაქმეს ქრისტეში შემოკრებას (ეფ. 1:10; გალ. 3:28, 4:4; კოლ. 1:16, 3:11), მის მოწვევას, ე.ი. ქმნილის უქმნელში ფერისცვალებას, ღვთის განკაცებული სიტყვის პიროვნებაში მთელი ადამიანური ბუნებისა და ისტორიის შემოკრებას” (თეოლოგიის დოქტ. პანდელის კალაიძიდისი)“, – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
საზოგადოების ნაწილი და ზოგიერთი მედია ეკლესიისადმი სიძულვილის ენით მეტყველებს: ილია მეორე