LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქო: მსოფლიო პატრიარქისა და რუსეთის ეკლესიის მეთაურის შეურაცხყოფა მიუღებელია

108

საქართველოს საპატრიარქო მედიაში მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა მიმართ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ასეთი განცხადებების საჯარო სივრცეში გამოხატვა დაუშვებელია.

“დღეს მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე რთული პროცესები შეიძლება, იწვევდეს სხვადასხვა პოზიციის მქონე მოძღვრების (ან მორწმუნეთა) მკვეთრ ემოციებს, მაგრამ ემოციების აგრესიული ფორმით გამოხატვა და იერარქთა განკითხვა, მით უმეტეს საჯარო სივრცეში, დაუშვებელია და ამის ჩამდენთ პასუხი მოეთხოვებათ” — წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

მსოფლიო პატრიარქსა და რუსეთის საპატრიარქოს შორის განხეთქილების მიზეზი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხია.კიევის საპატრიარქომ მსოფლიო პატრიარქს რუსეთის საპატრიარქოსგან გამოყოფა ამ წლის აპრილში სთხოვა.მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ უკრაინა ავტოკეფალიას მალე მიიღებს, რადგან ეს მისი უფლებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები