LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქო: კათოლიკოს-პატრიარქსა და პრემიერს შორის გამართული საუბარი მიხეილ სააკაშვილის საკითხს არ ეხებოდა

54
sapatriarko_w_h.jpeg

კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის გამართული საუბარი მიხეილ სააკაშვილის საკითხს არ ეხებოდა.

ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მეუფე ნიკოლოზი – “პატრიარქის ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შედეგი იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს საავადმყოფოში”

“2022 წლის 15 მაისს, ჟურნალისტებთან საუბრისას ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან შეხვედრის შედეგი.

საქართველოს საპატრიარქო მოხარულია, რომ ბატონი მიხეილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მოხდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა, რათა მას სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიოს. თუმცა დავძენთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქსა და პრემიერს შორის გამართული საუბარი ამ საკითხს არ ეხებოდა და, ამდენად, ეს შეხვედრა არ გამხდარა ზემოაღნიშნულის მიზეზი”,- ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები