LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქო ილია მეორის მიერ რომის პაპისთვის გაგზავნილ სამადლობელ წერილს აქვეყნებს

155
fot (2)

საქართველოს საპატრიარქო რომის პაპ ფრანცისკესთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ გაგზავნილ სამადლობელ წერილს აქვეყნებს.

„თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს მთელი მოსახლეობა და ჩვენც დიდად მადლიერნი ვართ იმ თანაგრძნობისათვის, რომელიც 2023 წლის ლისაბონის მსოფლიო ახალგაზრდების დღის მონაწილეთადმი თქვენს მიმართვაში გამოხატეთ რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურებისა და მის მსხვერპლთა გამო. თქვენი გამორჩეული მზრუნველობა და სიყვარული ჩვენი ქვეყნისა ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობის მაგალითია. შევთხოვ უფალს, არ მოგაკლოთ თვისი შემწეობა და მფარველობა“, – ნათქვამია პატრიარქის წერილში.

რომის პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა, ილოცონ საქართველოში დამანგრეველი მეწყრის შედეგად დაზარალებულებისთვის. პაპმა ფრანცისკემ მხარდაჭერა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები