LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქო: „ალტ-ინფოს“ აქციაზე სასულიერო პირი თვითნებურად და საეკლესიო კანონიკის დარღვევით მოქმედებდა – საეკლესიო ეთიკისთვის შეუფერებელია მლოცველი ადამიანისგან გინება და ქვების სროლა

130
1610102254-საპატრიარქო-e1610102272108

14 მარტს, პარლამენტთან „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების აქციაზე სასულიერო პირის გამოსვლას, საპატრიარქო ოფიციალური განცხადებით ეხმიანება.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, სასულიერო პირი საპროტესტო აქციაზე თვითნებურად და საეკლესიო კანონიკის დარღვევით მოქმედებდა:

რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ მიერ გაკეთდა განცხადება, სადაც სასულიერო პირებს რადიკალური და საზოგადოებაში პოლარიზაციის ხელშემწყობი პოზიციების საჯაროდ დაფიქსირებისგან თავის შეკავებისკენ მოვუწოდეთ.

მიუხედავად ამისა, გუშინ, 2023 წლის 14 მარტს, გამართულ საპროტესტო აქციაზე თვითნებურად მოქმედებდა სასულიერო პირი. მეტიც, ის მოქმედებდა საეკლესიო კანონიკის დარღვევით და მისი მოწოდებები საზოგადოების პოლარიზაციას უწყობდა ხელს.

აღნიშნული სასულიერო პირი არ მიეკუთვნება მცხეთა-თბილისის ეპარქიას და მის მღვდელმთავარს რეაგირებისათვის გაეგზავნა შესაბამისი წერილი.

„იდენტიფიცირება რად უნდა? ჯარიმას დაუწერენ და ეგ არის, მეტი რა უნდა უყონ?!“ – მორგოშიას თქმით, პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა „მეორე ფრონტის გახსნასთან ასოცირდება“

პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა დანაშაულია.

აღვნიშნავთ, რომ ქვეყნისათვის რაიმე სიკეთის მოტანა სრულიად წარმოუდგენელია, „მოლოტოვის კოქტეილების“ საშუალებით, სამართალდამცავებისათვის ცეცხლის წაკიდებისა და პარლამენტის შენობაში ხანძრის გაჩენის მცდელობით, ეს სრულიად მიუღებელია. ასევე მიუღებელია ის, რაც გუშინ ვიხილეთ, როდესაც აქციაზე ლოცვასთან ერთად ისმოდა მოქალაქეებისადმი მუქარა.

საეკლესიო ეთიკისთვის შეუფერებელია მლოცველი ადამიანისაგან შეურაცხმყოფელი მიმართვები, გინება და, მით უფრო, ქვების სროლა.

როგორც ადრე აღვნიშნეთ, დღეს საქართველოს განსაკუთრებულად სჭირდება მშვიდობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მიმართულებით. ყოველი ძალადობრივი ფაქტი, პოლარიზებისა და შფოთის მცდელობა, დაუბალანსებელი მოწოდება, რომელი მხრიდანაც უნდა იყოს ის ნაკარნახევი, ეკლესიისგან შორს დგას.

ვლოცულობთ მშვიდობისა და ჩვენი ქვეყნის სიმტკიცისთვის“, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„სამ-ნახევარი ველური რუსეთუმე შეკრიბეს 100 000 ქართველის პასუხად“, „ეგ ბანდერლოგები „ქოცები“ არიან“ – რა გამოხმაურებები მოჰყვა „ალტ-ინფოს“ მიერ ევროკავშირის დროშის დაწვას