საპარტნიორო ფონდს ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კომპანია Sino Sure ეწვია.
Sino Sure წარმომადგენლებმა ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.
როგორც ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, ჩინეთის უმსხვილესი კომპანია Sino Sure -ი მზადყოფნას გამოთქვამს საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო საინვესტიციო ურთიერთობების მიზნით ფონდთან ურთიერთგაგების მემორამდუმი გააფორმოს.
ცნობისთვის, Sino Sure ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 50 000-ზე მეტ კომპანიასთან თანამშრომლობს და ბოლო 6 წლის განმავლობაში ბიზნესის დაზღვევის მხრივ ჩინეთში პირველ ადგილს იკავებს. Sino Sure პარტნიორ კომპანიებს სავაჭრო, სამრეწველო, ფისკალური და ფინანსური პოლიტიკის წარმოებასა და ასევე, ექსპორტის დაზღვევის ინსტრუმენტების განვითარებაში უწყობს ხელს.