Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“საპარტნიორო ფონდის” მოგებამ ₾134 მილიონზე მეტი შეადგინა – KPMG – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საპარტნიორო ფონდის” მოგებამ ₾134 მილიონზე მეტი შეადგინა – KPMG

155
საპარტნიორო ფონდი

საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ, ე.წ „დიდი ოთხეულის“ წევრმა KPMG-მ „საპარტნიორო ფონდის“ ფინანსური აუდიტი დაასრულა, რომლის მიხედვით, ფონდის წმინდა მოგებამ 2021 წელს 134.9 მილიონი ლარი შეადგინა. ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, „საპარტნიორო ფონდის“ 2021 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ფონდის ყველა ძირითადი ფინანსური მაჩვენებელი პოზიტიურია.

“ფონდის შემოსავლები 13%-ით გაიზარდა და 1.6 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამური ვალდებულებები 247.9 მილიონი ლარით შემცირდა, რაც წინა წელთან შედარებით 8%-იან კლებას შეადგენს. ამასთანავე, 448.4 მილიონი ლარით არის შემცირებული წმინდა ფინანსური ხარჯები.

აღსანიშნავია, რომ აუდიტორული დასკვნის თანახმად, „საპარტნიორო ფონდის“ მხოლოდ საინვესტიციო საქმიანობიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ, სახელმწიფო შვილობილი კომპანიების გარდა, 1.2 მილიონი ლარი შეადგინა”, – აღნიშნულია საპარტნიორო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები