LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტისგან თავი შეიკავა

82
FORTUNA.GE- (1)

საქართველოს პარლამენტმა 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავი შეიკავა.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტს აქვს სხვადასხვა ინსტრუმენტი, მათ შორის შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს საბოტაჟს და მათ განმახორციელებელ დეპუტატებს არ შეუწყვიტოს მანდატები.

კობახიძის განცხადებით, დღეს, სწორედ ეს ინსტრუმენტი ამოქმედდება.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიღებული პრაგმატული გადაწყვეტილება რამდენიმე ძირითად მოსაზრებას ეფუძნება:

“რადიკალური ოპოზიცია პროცედურული ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს განახორციელოს ის, რასაც ჩვენ ვუწოდებდით პარლამენტის საბოტაჟს და რაც გასულ ორშაბათს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ უფრო მწვავედ შეაფასა, როგორც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა. თუმცა, საქართველოს აქვს გამართული კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ პროცედურულ ინსტრუმენტებს კიდევ უფრო ქმედით პროცედურულ ინსტრუმენტებს უპირისპირებს. სწორედ ამგვარი კონსტიტუციური ინსტრუმენტია პარლამენტის შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს პარლამენტის საბოტაჟს და საბოტაჟის განმახორციელებელ დეპუტატებს არ შეუწყვიტოს საპარლამენტო მანდატები.” – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში უკვე წარმოდგენილია სამი პოლიტიკური პარტია და, აქედან გამომდინარე, რადიკალური ოპოზიციის მიერ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის ყოველგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული.

კობახიძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი შესაძლებლობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის, რათა მათ პატივი სცენ საკუთარი ამომრჩევლის პოლიტიკურ ნებას:

“ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ის გარემოება, რომ იმ დეპუტატებს, რომლებმაც წარადგინეს განცხადებები სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის თაობაზე, საპარლამენტო არჩევნებში მხარი ამომრჩევლის 39-მა პროცენტმა დაუჭირა. შესაბამისად, ჩვენ ამ დეპუტატებს მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მათი მხარდამჭერების ნებას, რომელთა ორი მესამედი, როგორც ეს უკანასკნელმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, მათი ფავორიტი პარტიების პარლამენტში შესვლის მომხრეა;

ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება საკითხისადმი, რომელიც რადიკალური ოპოზიციისთვის კონსტრუქციულ რელსებზე გადასვლის კიდევ ერთი შანსის მიცემისკენ იხრება.” – აცხადებს კობახიძე.

მან ასევე აღნიშნა, რომ დამატებით, 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს, პარლამენტში შესვლა, თუმცა გადაწყვეტილებას ვერ იღებენ შანტაჟისა და ბულინგის გამო:

“გვაქვს ინფორმაცია, რომ დამატებით 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა, შანტაჟისა და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ დღემდე ამ ნაბიჯის გადადგმას. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ამ დეპუტატებს მივცეთ საპარლამენტო მანდატების შენარჩუნების კიდევ ერთი შესაძლებლობა.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება არ ნიშნავს ჩვენი და ჩვენი მხარდამჭერების დამოკიდებულების ცვლილებას რადიკალური ოპოზიციის მიმართ. ჩვენი პოზიცია უცვლელია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მონაწილეობა საპარლამენტო და პოლიტიკურ პროცესებში ასრულებს თვისებრივად უარყოფით და კონტრპროდუქტიულ როლს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილ მოსაზრებებზე დაყრდნობით, ჩვენ დღეს მათთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან შევიკავებთ თავს.” – თქვა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები