ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის შეხვედრა მიმდინარეობს. ის დახურულ კარს მიღმა იმარტება და როგორც ცნობილია, ადგილზე პარლამენტის ბიუროს უმრავლესობის წევრები იმყოფებიან.
დეპუტატების განცხადებით, არაფერ განსაკუთრებულ საკითხზე არაა შეხვედრა. მათი თქმით, მსჯელობა საშემოდგომო სესიის დღის წესრიგის განსაზღვრას შეეხება.
პარლამენტარების ინფორმაციით, იმსჯელებენ პრემიერ-მინისტრის, სახალხო დამცველის, აუდიტის სამსახურისა და გენერალური პროკურორის ანგარიშებზე, რომელთა განხილვაც საგაზაფხულო სესიაზე გადაიდო.