პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟენევაში უკვე გაემგზავრა, სადაც 15 მარტს საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე „საპარლამენტო ჩართულობის გაზრდა ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის სფეროში“ მიიღებს მონაწილეობას.
ეკა ბესელია კონფერენციაზე სიტყვის გამოსვლისას ბოლო წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრებს. ეკა ბესელია ღონისძიების მონაწილეებს იმ სიახლეებს გააცნობს, რაც 2016 წელს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში მიიღეს დაა ასევე, ისაუბრებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე კონტროლის დაწესების შესახებ.
კონფერენციაზე საუბარი შეეხება თუ არა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე ეკა ბესელია სიტყვით ინგლისურად გამოვა.