LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დატყვევებული 3 მოქალაქე გაათავისუფლა – სუს

100
20170829-133010

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ლიას მცხოვრები სამი მამაკაცი გაათავისუფლა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ფაქტი ცხელი ხაზის საშუალებით დაადასტურეს.

მათივე ინფორმაციით გათავისუფლებულები არიან: მიხეილ ლამანძია, ვახტანგ ლამანძია და ბუთხუზ კვვირკველია.

წალენჯიხის მკვიდრი სამი ახალგაზრდა მიმდინარე წლის 7 ივნისს, რუსმა სამხედროებმა სოფელ მუჟავას მიმდებარედ, ჯგუფურად, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს.

ისინი ჯერ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოუყვანიათ.