LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოკუპაციო რეჟიმმა ტახტისძირში მცირე ზომის ხის ბოძები დაამონტაჟა – გააქტიურებულია ცხელი ხაზი: სუს-ი

78
მავთულხლართები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბანერებს შიგნით მცირე ზომის ხის ბოძები დაამონტაჟეს. ინფორმაცია “ფორტუნას” სუს-მა დაუდასტურა.

„ტახტისძირში ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამონტაჟდა ე.წ. ნიშნულები. მიმდებარე ლოკაციაზე გასულ წელს უკანონოდ აღმართეს ბანერები. ახლა მცირე ზომის ხის ბოძები. გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – განუცხადეს „ფორტუნას“ უწყებაში.